აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი წარმოადგენს ერთადერთ აღიარებულ და ხელმისაწვდომ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის სანდოობის ყველაზე მაღალ ხარისხს.

 

აღნიშნული ანგარიშგება ორიენტირებულია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ფართო წრეების (აქციონერების, კრედიტორების, დამფუძნებლების, დაქირავებული მუშაკების) საინფორმაციო მოთხოვნილებებზე. აუდიტის საშუალებით დგინდება კომპანიის ფინანასური ანგარიშგების შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის (ბალანსის), საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის), ფულადი სახსრების მოძრაობის (ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის) და საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს.

 

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად:

  • მიიღებთ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისათვის ზრდის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ხარისხს;
  • დაადგენთ კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, შედეგს (მოგება-ზარალი) და ფულადი სახსრების მოძრაობას;
  • მიიღებთ დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.