მოგესალმებით
აუდიტორული კომპანია პრაიმ აუდიტი დაფუძნდა 2012 წელს. კომპანია წარმატებულად მოღვაწეობს ფინანსური და საგადასახადო აუდიტის, საბუღალტრო მომსახურების, ფინანსური და იურიდიული კონსულტაციის სფეროში.
კომპანიის მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს.
რატომ ჩვენ?
პრაიმ აუდიტს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია საქართველოს აუდიტორულ კომპანიათა ბაზარზე. ჩვენი აუდიტორული მომსახურებით და კონსულტაციების გათვალისწინებით შეძლებთ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემები ეკონომიკურ საქმიანობაში. პრაიმ აუდიტი დეტალურად შეისწავლის კომპანიის საჭიროებებს და გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულად თქვენს კომპანიაზე.
კომპანია რეგისტრირებულია ფინანსთა სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში - აუდიტორულ კომპანიათა რეესტრში, ელექტრონულ გვერდზე WWW.SARAS.GOV.GE სარეგისტრაციო ნომერი SARAS-F- 973680, რაც კომპანიას ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას ანიჭებს. პრაიმ აუდიტის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანია „უნისონში“ და უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურეობით.