შეფასება

უძრავი ქონება

უძრავი ქონება წარმოადგენს საინვესტიციო სფეროს ბრუნვაში არსებულ საქონელს. უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრა ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ტიპიურად გამოიყენება 3 მეთოდი:

 

  • გაყიდვების შედარების მეთოდი;
  • შემოსავლების მიხედვით კაპიტალიზაციის მეთოდი;
  • დანახარჯების მეთოდი.

 

გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას.

 

შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის შედეგად.

 

დანახარჯების მიდგომით უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება მიწის შეძენისა და ანალოგიური სარგებლიანობის შენობის აშენების დანახარჯის შეფასებით. გონივრულია, რომ შემფასებელმა განიხილოს სამივე მიდგომა. საბოლოო ღირებულების შესახებ შემფასებლის ანგარიში დამოკიდებულია მის მიერ გამოყენებული მონაცემებისა და პროცედურების გათვალისწინებაზე, მის მიერვე ხორციელდება სხვადასხვა მიდგომით გამოთვლილი ღირებულებითი მაჩვენებლების შეჯერება და საბოლოო მაჩვენებელის  მიღება.

 

უძრავი ქონების შეფასება მოიცავს:

  • მიწის შეფასებას;
  • შენობა-ნაგებობების შეფასებას;
  • კომერციული ფართების შეფასებას;
  • საცხოვრებელი ბინის შეფასებას;
  • კერძო სახლის შეფასებას;
  • კოტეჯების შეფასებას;
  • საიჯარო ქირის შეფასებას.

 

თითოეული მათგანი საჭიროებს ინდივიდუალურ განხილვას და კონკრეტული სპეციფიკაციების გათვალისწინებას. შესაბამისად თითოეულ ქონების შეფასებისათვის საჭირო დრო განსხვავებულია.