აუდიტი

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი გულისხმობს კომპანიის მიერ საბუღალტრო დასაგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით:

 

  • საშემოსავლო გადასახადი;
  • დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი);
  • მოგების გადასახადი;
  • ქონების გადასახადი;
  • აქციზი;
  • საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები.

 

აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ.

 

ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება. შემოწმების შედეგების საფუძველზე დგება კონფიდენციალური ანგარიში ხელმძღვანელობისათვის, სადაც აღწერილია ის დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა აუდიტის პროცესში და რეკომენდაციები ამ დარღვევების გამოსასწორებლად. დამკვეთთან აღნიშნული ანგარიშის განხილვის შემდეგ აუდიტორი ეხმარება დამკვეთს გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები (მოაწესრიგოს პირველადი საბუთები, დააზუსტოს დეკლარაციები და ა.შ.).