ადმინისტრაციული სამართალი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.
მომსახურების სახეობა მოიცავს:
- კონსულტაციას;
- დოკუმენტების მომზადება, ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებების შეტანას ან/და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას; მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული პირის წარმომადგენლობას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში;
- სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება;
- თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავებზე, მათ შორის არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ დავებზე ან სისხლის სამართლის საქმეზე დაცვა.