შრომის სამართალი
შრომის სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები წარმოიშობა, დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
ჩვენი მომსახურება ამ მიმართულებით მოიცავს:
- შრომითი ხელშეკრულებების(მათ შორის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები) მომზადებას;
- საწარმოთა და იურიდიული პირისათვის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას;
- ზოგად კონსულტაციებს შრომითი სამართლის სფეროში. შრომითი ურთიერთობების წარმოშობასთან, შეცვლასთან, შეჩერებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში დახმარებას;
- დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონიერი ინტერესების დაცვას;
- შრომითი ურთიერთობებიდან წარმოქმნილ დავებში წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში;
- შრომითი ხელშეკრულების ან შრომითი პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფისას დამკვეთის ინტერესების დაცვას.