ფინანსური ანგარიშგების მომზადება
“საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიებს ევალებათ ფინანსური ანგარიშგების მომზადება და საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენა.
ამავე კანონის თანახმად, კომპანიები დაიყო 4 კატეგორიად და განისაზღრვა ანგარიშგების მომზადების სტანდარტი თითოეული კატეგორიისათვის.
პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის. ხოლო, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები გათავისუფლებულნი არიან აუდიტის მოთხოვნისგან.
პრაიმ აუდიტი გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ გვერდზე: www.saras.gov.ge