საბუღალტრო სისტემის აწყობა
საბუღალტრო სისტემის აწყობა გულისხმობს სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას და ბუღალტერიის მუშაობის სწორ დაგეგმვას. სისტემის აწყობა აუცილებელია: ბიზნესის ნულიდან დაწყების, გაფართოების ან/და რესტრუქტურიზაციის შემთხვევებში. საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის აწყობა მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს:
- გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას;
- საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
- საბუღალტრო ელექტრონული პროგრამის შერჩევას;
- სამეურნეო ოპერაციების შეფასება, რეგისტრაცია, ანალიზს;
- პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შედგენის სისტემატიზაციას.
საბუღალტრო აღრიცხვის აწყობა შესაძლებელია როგორც ცალკეული მიმართულებებით, ასევე აღრიცხვის სისტემებისადმი კომპლექსური მიდგომით.